: 2020-09-08 : სიახლეები |
3 სექტემბერს, თიმსში 23 ტრენერს ჩაუტარდა გადამზადება (TOT) სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ახალი სასწავლო კურსის - საანბანო კურსი A0 - ჩატარებასთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩაატარა სკოლის წამყვანმა ექსპერტმა და კურსის ავტორმა თინათინ კიღურაძემ. აღნიშნული კურსით სწავლება დაიწყება სატეტსო რეჟიმში.
კურსისმიზანია,მსმენელმა გაიაროს მოსამზადებელი ანბანური პერიოდი როგორც ენაში, ასევე კომპიუტერულ წიგნიერებაში.
ენობრივი უნარ-ჩვევებიდან:
შემსწავლელმა უნდა შეძლოს აბრების კითხვა და ინტერნაციონალური სიტყვების ამოცნობა მოსმენილიდან, მარტივი ინტერაქცია (მისალმება-დამშვიდობების, დიახ-არა, მობოდიშება და მადლობის გადახდა), საკუთარი მონაცემების შევსება ანკეტაში ან ბლანკში.
კომპიუტერული უნარ-ჩვევებიდან:
შემსწავლელმა უნდა შეძლოს ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებების გაგება. ელ.ფოსტის გამოყენება (შესვლა, წერილის ნახვა, პასუხის ღილაკის იდენტიფიცირება), ონლაინსწავლების პორტალზე დარეგისტრირება და პორტალზე ორიენტაცია, ჩამოტვირთოს მოსასმენი ან სხვა ფაილი, აკრიფოს დავალება ვორდის ფაილში, სმარტფონში ან კომპიუტერში ჩაიწეროს საკუთარი აუდიოფაილი და ატვირთოს პორტალზე დავალებების გრაფაში.