სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ნიკოლოზ ესიტაშვილი - ჟვანიას სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მსმენელი

ნიკოლოზ ესიტაშვილი - ჟვანიას სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მსმენელი

: 2020-09-04
: სიახლეები

გთავაზობთ ჟვანიას სკოლის კიდევ ერთ წარმატებულ მსმენელთან ბლიც-ინტერვიუს.

#ნიკოლოზ ესიტაშვილი, ჟვანიას სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის სატრენინგო კურსის პოლიტიკური პიარის’’ ბენეფიციარია. ნიკა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტად ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობს და ყოველდღიური შეხება აქვს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

მოგესალმებით, ნიკოლოზ. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს ბლიც-ინტერვიუში. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები სატრენინგო კურსთან დაკავშირებით;

უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა ჟვანიას სკოლასსაჯარომმართველობისადაადმინისტრირებისპროგრამისფარგლებში „პოლიტიკური პიარის" ტრენინგის ორგანიზებისთვის.ძალიან საინტერესო, საჭირო და ნაყოფიერი ტრენინგი იყო, რადგან სასწავლო კურსის ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერმა, ქალბატონმა თამარ ჩიბურდანიძემ პოლიტიკური პიარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა და, რაც ყველაზე მთავარია, ლექციები დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით.

თქვენი საქმიანობა უკავშირდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, კერძოდ კი, ამჟამად მუშაობთ ქ.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. როგორ ფიქრობთ, ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება რამდენად შეუწყობს ხელს თქვენს პროფესიულ საქმიანობას?

ტრენინგის ფარგლებში პოლიტიკური პიარის, იმიჯის შექმნის, მედიასთან ურთიერთობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მივიღე ძალიან კარგი ცოდნა და გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ სასწავლო კურსის დროს მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ წინსვლასა. ტრენინგებმა ნათლად დამანახა, რომ სრულიად შესაძლებელია, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობისა და მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია უფრო სხვა კუთხითაც მივაწოდო.

როგორ შეაფასებდით სასწავლო პროცესს, ჟვანიას სკოლის გამოცდილ ტრენერს და სფეროს პროფესიონალს- ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძეს? გთხოვთ ,ძალიან მოკლედ გამოყავით ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც ყველზე მეტად მოგეწონათ ან არ მოგეწონათ სწავლების პროცესში.

სასწავლო პროცესი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი. პროფესიონალიტრენერი, ქალბატონითამარჩიბურდანიძეძალიანსაინტერესოდ,მარტივადდაგასაგებადგვაწვდიდაამომწურავთეორიულმასალას,რომელიცკონკრეტულიმაგალითებითიყოდატვირთული,რაცკიდევუფრომიადვილებდამოცემულითემებისაღქმას, გააზრებასა და გათავისებას. ყველა ლექციის თემა იყო ზუსტად შერჩეული. არც ერთი ლექცია არ ყოფილა ტრენერის მონოლოგი, თითოეულ მონაწილეს ჰქონდა აქტიური მონაწილეობის და საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალება.ქალბატონითამარჩინურდანიძეარისპროფესიონალიდამაღალიკვლაფიკაციისმქონეტრენერი.კიდევერთხელმადლობაჟვანიასსკოლასსაზოგადოებასთანურთიერთობისმიმართულებითდასაქმებულებისთვისსაჭიროდამნიშვნელოვანიტრენინგისორგანიზებისთვის.

მინდა ჩემს კოლეგებს სხვა მუნიციპალიტეტებიდან ვურჩიო ჟვანიას სკოლაში „პოლიტიკური პიარის" ტრენინგის გავლა, რადგან სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მათი პროფესიული კარიერის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ აირჩიეთ ჟვანიას სკოლა!