სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ნატალია ჟუკოვა- ჟვანიას სკოლის  სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი

ნატალია ჟუკოვა- ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი

: 2020-09-03
: სიახლეები

ნატალია ბოლო ცხრა წელია თავის ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ის დიასახლისია, თუმცა ძალიან უნდა, კარგად ისწავლოს ქართული ენა.

„მე ვსწავლობ სახელმწიფო ენას იმიტომ,რომ:

  1. მყავს ქართველი მეუღლე. დამოუკიდებლად შევისწავლე ქართული ანბანი, წერა- კითხვა, თუმცა სამეტყველო ქართული ჩემთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა;
  2. ჩემი შვილები სწავლობენ ქართულ სკოლებში, ლაპარაკობენ ქართულად, მე კი-ვერ;
  3. მე ვცხოვრობ საქართველოში და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, პატივს ვცემ ქართველ ხალხს.
  4. ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა, მინდოდა ქართული ნაწარმოებების ორიგინალის ენაზე წაკითხვა. მაგალითად, მინდა,მესმოდეს ნოდარ დუმბაძის გურული იუმორი:)
  5. და ბოლოს, მეხუთე და ყველაზე მთავარი , მინდა, რომ დავიმსახურო საქართველოს მოქალაქეობა.

„შარშან დავიწყე სწავლა ქართულენის კურსებზე (დონეA1) ვანიას სკოლაში.ძალიან მომწონდა სასწავლო პროცესი, ტრენერი გვასწავლიდა ახალ თემებს, ახალ სიტყვებს. ვკითხულობდით და ვწერდით, სახლში ვვარჯიშობდით და შემდეგ გაკვეთილზე ტრენერი ამოწმებდა ჩვენს საშინაო დავალებას. მომწონს, რომ გაკვეთილზე ვუყურებდით აუდიოჩანაწერებს, ვკითხულობდით ტექსტებს, ვწერდით კარნახს, ახალი სიტყვებით ვაწყობდით წინადადებებს და მერე უკვე ტექსტებს. მრავალეროვან ჯგუფში სწავლა უფრო საინტერესო და მხიარული იყო.

ჟვანიას სკოლის და ჩვენი მასწავლებლის დამსახურებაა, რომ მე მესმის, ვფიქრობ და ვლაპარაკობ ბევრად უკეთესად სახელმწიფო ენაზე."