სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბლიცინტერვიუ ჟვანიას სკოლის სასწავლო კურსის „პოლიტიკური პიარის“ ტრენერთან, ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძესთან.

ბლიცინტერვიუ ჟვანიას სკოლის სასწავლო კურსის „პოლიტიკური პიარის“ ტრენერთან, ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძესთან.

: 2020-09-02
: სიახლეები
მოგესალმებით, ქალბატონო თამა, დიდი მადლობა, რომიღებთ მონაწილეობას ჩვენს ბლიცინტერვიუში. გთხოვთ, გაგვიზიაროთ სატრენინგო კურსის- „პოლიტიკური პიარი" შესახებ თქვენი მოსაზრება და გამოცდილება. 

ჩემი გამოცდილება „პოლიტიკური პიარის, იმიჯმეიკინგის და ბრენდინგის" სპეციალობის მიმართულებით რამდენიმე წელს ითვლის.გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ვიყავი და ვარ პოლიტიკური ლიდერების პირადი კონსულტანტი პოლიტიკური იმიჯოლოგიის საკითხებში, ასევე ვეწევი სატრენინგო მომსახურებას. წლების განმავლობაში ჩემი მსმენელები იყვნენ საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, ორგანიზაციების თანამშრომლები.

მიმდინარე წელსგამოსაცემად ვამზადებ საავტორო წიგნს „პოლიტიკური იმიჯის შექმნის თავისებურებანი საქართველოსა და დასავლეთის სახელმწიფოებში", რომელშიც თავმოყრილი იქნება პოლიტიკური იმიჯოლოგიის და პიარის შესახებ საქართველოში, ამერიკასა და ისრაელში ჩატარებული ჩემიუახლესი სამეცნიერო კვლევები. საავტორო წიგნში გადმოცემული იქნება ახალი მიგნებები და რეკომენდაციები როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მათი პიარმენეჯერებისთვის და იმიჯმეიკერებისთვის.

როგორ მიმდინარეობა სასწავლო პროცესი, რა ძირითადი საკითხები და მიმართულებები მოიცვა,,პოლიტიკური პიარის ‘’ კურსმა?

სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ონლაინკურსები, ვცდილობდი, მსმენელებთან კომუნიკაცია მქონოდა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად. სწავლების დროს გამოვიყენეთ სწავლება-სწავლის მეთოდების შემდეგი აქტივობები: სემინარი, დისკუსია, დებატები, პრაქტიკული სამუშაოები, პრეზენტაცია. ბენეფიციარებმა მიიღეს თეორიული ცოდნა კონკრეტულ საკითხებზე და ასევე ჩატარდა პრაქტიკული სამუშაოები როგორც ერთობლივად, ასევე დამოუკიდებლად. ისინი დაეუფლნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომუნიკაციების ხელოვნების ძირითად ასპექტებს, მსოფლიოში აპრობირებულ სხვადასხვა მეთოდებს.

სასწავლო კურსი მოიცავდა 3 მოდულს:

1.პოლიტიკური პიარკომუნიკაციები: კომუნიკაციების ხელოვნება; სტრატეგიის შერჩევა და დაგეგმვა; მესიჯების შემუშავება; მედიასთან ურთიერთობა(სემინარი, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაო).

2.იმიჯმეიკინგი: იმიჯის დიაგნოსტიკა და კვლევა; სასურველი იმიჯის შერჩევა; იმიჯის სტრატეგიის და ღირებულებების შემუშავება; კომუნიკაცია-განხორციელება (სემინარი, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაო)

3.პოლიტიკური ბრენდინგი: ბრენდინგის ზოგადი პრინციპები; ბრენდული ნიშის პოვნა; დაგეგმვა და განხორციელება (სემინარი, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაო).

თითოეული მოდულის შემდეგ მსმენელებმა შეასრულეს დავალებები. ბოლოს კი წარმოადგინეს მცირე პრეზენტაციები, რის მიხედვითაც მიიღეს საბოლოო შეფასებები. მინდა აღვნიშნო, რომ ხუთივე მუნიციპალიტეტის პიარმენეჯერები მობილიზებული და მოტივირებული იყვნენ , იმუშავეს ძალიან კარგად და კურსი გაიარეს მაღალი შეფასებებით.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც ჩვენმა მსმენელებმა მიიღესტრენინგის ფარგლებში?

ამ კონკრეტულ საკითხებზე ცოდნა აუცილებელია ყველა საჯარო ორგანიზაციის თუ პოლიტიკოსის პირადი პიარმენეჯერისთვის. ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ, შექმნან საკუთარი ორგანიზაციების ან პიროვნების ახალი იმიჯი, დაგეგმონ პიარგეგმა ახლებურად და შექმნან ბრენდული ნიშა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათთვის მიწოდებული ცოდნა იმის სესახებ, თუ რა განსხვავებაა ზოგად პიარსა და პოლიტიკურ პიარს შორის, რას ნიშნავს პოლიტიკური ბრენდინგი და როგორ იქმნება პოლიტიკური იმიჯი. ვფიქრობ, ჩემ მიერ მიწოდებულ ცოდნას ეფექტურად გამოიყენებენ.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ ინფორმაცია ტრენინგის შესახებ, რას მისცემს ის მსმენელებს? რითი არის გამორჩეული ჟვანიას სკოლის მიერ შემოთავაზებული „პოლიტიკური პიარი" კურსი სხვა სასწავლო ცენტრებისგან?

ჩემი სატრენინგო კურსის მთავარი ღირებულება არის ის, რომ საავტორო ნაშრომია, ჩემ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გაკეთებული სამეცნიერო კვლევების შედეგი. სიახლე, რომელსაც მე გადავცემ მსმენელებს, დაფუძნებულია სიღრმისეულ თეორიულ და ემპირიულ კვლევებზე.

ტრენინგკურსის მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენს ბენეფიციარებს მიეღოთ ცოდნა და განვითარებოდათ უნარები პოლიტიკური კომუნიკაციების, იმიჯმეიკინგის და პოლიტიკური ბრენდინგის საკითხებში. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც მათი პროფესიული ზრდისთვის, ასევე მათივე ორგანიზაციების და პოლიტიკოსების წარმატებებისთვის.

დიდი მადლობა.