სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ოქსანა მასლაკი, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი

ოქსანა მასლაკი, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი

: 2020-09-01
: სიახლეები
  • ოქსანა კიევიდან ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. ის ბოლო რამდენიმე წელიწადია ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ჟვანიას სკოლაში შეისწავლის სახელმწიფო ენას.

„საქართველოსადმი ჩემი ინტერესის ათვლის წერტილი იყო ნიკო ფიროსმანის ნახატები, რომლებიც ბავშვობაში ვნახე. შემდეგ უფრო და უფრო მეტი გავიგე ამ ქვეყნის ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ. 2006 წელს პირველად ჩამოვედი საქართველოში და ოთხი დღის განმავლობაში ვნახე ის, რაც ადრე წამიკითხავს და ფილმებში მინახავს. 2013 წელს საცხოვრებლად გადმოვედი საქართველოში და ენის სწავლა, რომელიც კიევშივე დავიწყე სპეციალურ კურსებზე, დამოუკიდებლად გავაგრძელე, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა იმ ქვეყნის ენის შესწავლის სურვილი, რომელშიც ვცხოვრობ, არ მტოვებდა.

მეგობრებისგან გავიგე ჟვანიას სკოლის შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ეს გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი გავატარე ჩემს ჯგუფთან და ტრენერთან ერთად. ის მაღალი კვალიფიკაციის ტრენერია, ყურადღებიანი და გულისხმიერი ადამიანი. კარანტინის რთულ პერიოდში ჩვენი ტრენერი არავის გვტოვებდა უყურადღებოდ.მას უფრო სჯეროდა ჩემი, ვიდრე მე-საკუთარი თავის. იმედია, მალე ავისრულებ ოცნებას- თავისუფლად ვფლობდე ქართულ ენას.