: 2020-08-27 : სიახლეები |
დღეს, 27 აგვისტოს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, დმანისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ფინალური გამოცდა ჩაუტარდა პროგრამის 27 ბენეფიციარს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ პროგრამის შემდგომ საფეხურებზე.
გაცნობებთ, რომ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სწავლა დაასრულა ეროვნული უმცირესობების 400-მდე წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.
#ისწავლესახელმწიფოენა
#ისწავლეჟვანიასსკოლაში