გაიცანით, ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კიდევ ერთი წარმატებული ბენეფიციარი ინნა კიჩუნი!
ინნა წარმოშობით უკრაინელია. ის ბოლო 10 წელიწადია ცხოვრობს და საქმიანობს საქართველოში.
"10 წელია ჩემი ცხოვრება საქართველოს დავუკავშირე და მუდმივ საცხოვრებლად ეს ქვეყანა ავირჩიე. ჟვანიას სკოლაში იმიტომ მოვედი, რომ ქართული ენის შესწავლის დიდი სურვილი მქონდა. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაცია მქონოდა, რადგან მყავს ქართველი მეუღლე და ვაპირებ მომავალშიც ამ ქვეყნაში ცხოვრებას. დიდი სურვილი მაქვს, რომ დავსაქმდე, მაგრამ ქართული ენის ცოდნის გარეშე ეს არარეალურია. მეცადინეობის დაწყებამდე მქონდა გამოცდილება ენის ცოდნის თეორიულ საკითხებში, მაგალითად, დამოუკიდებლად შემეძლო წერა-კითხვა, თუმცა არ მყოფნიდა სამეტყველო პრაქტიკა. ჟვანიას სკოლის შესახებ ,,მეგობრობის სახლის‘’ საშუალებით შევიტყვე და გადავწყვიტე, კარგად მესწავლა სახელმწიფო ენა, რომელიც გამიადვილებდა საზოგადოებაში ინტეგრირებას. დავასრულე სწავლების პირველი საფეხური, წარმატებით ჩავაბარე ფინალური გამოცდა და ახლა სწავლას გავაგრძელებ A2 დონეზე".
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟვანიას სკოლას ამ შესაძლებლობისთვის!