სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სერტიფიკატების გადაცემა ვარციხისა და ორხევის სამხედრო ბაზებზე

სერტიფიკატების გადაცემა ვარციხისა და ორხევის სამხედრო ბაზებზე

: 2020-08-16
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვარციხისა და ორხევის სამხედრო ბაზებზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სწავლება განახორციელა.

სწავლა-სწავლების ფარგლებში 67 - მა წვევამდელმა გაიარა სახელმწიფო ენის სწავლების A1 დონის კურსი და 43-მა წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი.

მიმდინარე წლის 7 და 14 აგვისტოს სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა თავდაცვის სამინისტროს ვარციხისა და ორხევის სამხედრო ბაზებზე.

ჟვანიას სკოლა მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში მსახურებას უსურვებს ჯარისკაცებს!