: 2020-08-13 : ჩვენი მსმენელები |
ანაჰიტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მან ქართული ენა ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის საშუალებით შეისწავლა და წარმატებით დაძლია სახელმწიფო ენის ფლობის A1 და A2 დონეები. ის აგრძელებს ჟვანიას სკოლის ახალციხის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ქართული ენის შესწავლას B1 დონეზე.
„ჟვანიას სკოლა ძალიან დამეხმარა სახელმწიფო ენის შესწავლაში. სკოლის დამსახურებაა, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის გვერდით მუდამ ქართული ენა და ლიტერატურა დგას ჩემს ცხოვრებაში. სახელმწიფო ენის ცოდნა მნიშვნელოვნად დამეხმარა, ჩამებარებინა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ენაზე ჩავატარე ტრენინგი პროექტის "Irex-ისწავლე, რათა ამოიცნო" ფარგლებში. ჩემთვის ეს იყო საოცარი გამოწვევა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და, რაც მთავარია, ენის ცოდნა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ საშუალება მომეცა, მესწავლა ქართული ენა".