: 2020-08-12 : სიახლეები |
მიმდინარე წლის 8-14 აგვისტოს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენელთათვის იმართება ტრენინგი „საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა".
ტრენინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები გაეცნობიან საქმისწარმოების ადმინისტრირების მთავარ პრინციპებს და შეისწავლიან ელექტრონული საქმისწარმოების ძირითად მახასიათებლებს.
ტრენინგში ჩართულია 33 მსმენელი, რომელთა ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორი, საქმისმწარმოებელი, მასწავლებელი და რესურსცენტრის წარმომადგენელია.
სწავლება მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში საკომუნიკაციო პლატფორმა Teams-ის გამოყენებით, ხოლო სასწავლო პროცესს უძღვება ჟვანიას სკოლის სახელწმიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი და აღნიშნული დარგის გამოცდილი ტრენერი მაკა ომიაძე.