სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციართათვის, რომლებიც დისტანციური სწავლების რეჟიმში იყვნენ ჩართული, დასკვნითი გამოცდების პროცესი მიმდინარეობს.
ჟვანიას სკოლის მარნეულის, ბოლნისის, წალკისა და ლაგოდეხის რეგიონულ სასწავლო ცენტრებში ეროვნული უმცირესობის 165 წარმომადგენელს, რომლებმაც სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A1, A2, B1 დონე და დარგობრივი მიმართულების კურსი „საექთნო საქმე" გაიარეს, დასკვნითი გამოცდები (ტესტირება - გასაუბრება) ჩაუტარდებათ.