: 2020-08-06 : ჩვენი მსმენელები |
მაკა გაჩეჩილაძე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ჟვანიას სკოლის საჯარო მართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ბენეფიციარი:
„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფოადმინისტრირების სკოლაში გავიარე საბაზისო პროგრამა „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება", რომელიც ჩემთვის, ახალბედა საჯარო მოხელისთვის, ძალზე აუცილებელი და საჭირო იყო. პროგრამის ტრენერებმა მაღალპროფესიონალურად, კვალიფიციურად, მარტივად და გასაგებად მოგვაწოდეს ინფორმაცია საჯარო მოხელისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და მოვალეობების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ხალხისა და სახელმწიფოსადმი ერთგულება, საქმისადმი პასუხისმგებლობა, მიუკერძოებლობა, კონფიდენციალურობის დაცვა, გამჭვირვალობის პრინციპი, ნდობა, ეთიკური ქცევის სტანდარტებისა და პრინციპების დაცვა, რაც საჯარო მოსამსახურეებს თავიდან აგვაცილებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კორუფციის შემთხვევებს, ყოველივე ეს კი განაპირობებს საზოგადოების ნდობის ხარისხის გაზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
მე, როგორც საჯარო მოსამსახურე, ყოველთვის დავიცავ ეთიკის ნორმებს, დაკისრებულ მოვალეობებს შევასრულებ უმაღლეს დონეზე, პატივს ვცემ და დავიცავ ნებისმიერი პირის ღირსებას.