: 2020-08-06 : ჩვენი მსმენელები |
ნარინე კაზარიანი - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. 2018 წლიდან ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი.
„ძალიან მიხარია, რომ ავირჩიე სწავლა ჟვანიასსკოლაში და არასდროს ვინანებ ამას. მეცადინეობებზე მიღებული ცოდნა დამეხმარებამთელი ცხოვრების განმავლობაში როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების დროს, ასევე პირადი კარიერის აწყობაში. ამის მაგალითია ჩემს თანატრენერთან,ანაჰიტ დილბარიანთან ერთად ცოტა ხნის წინჩატარებული IREX-ის კასკადური ტრენინგი, სადაცსწორედ ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა გამოვიყენე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სკოლას და ჩემს ტრენერს, რომლებმაც სახელმწიფო ენის უკეთესად ფლობის შესაძლებლობა მომცეს. სურვილი მაქვს, სწავლა ბოლომდე გავაგრძელო და სრულყოფილად დავეუფლო სახელმწიფო ენას."