სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

დღის მოსაზრება - ანა რევიშვილი

დღის მოსაზრება - ანა რევიშვილი

: 2020-08-05
: ჩვენი მსმენელები
ანა რევიშვილი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების" პროგრამის მონაწილე:
„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმ სასწავლო პროცესისთვის, რომელიც თქვენი მეშვეობით გავიარე და მომეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი კიდევ უფრო კვალიფიციური საჯარო მოხელე. მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, რომელიც სიახლე იყო ჩემთვის, ძალიან კომფორტული იყო პროფესიონალ ტრენერებთან მუშობა, რაც უფრო აადვილებდა სწავლის პროცესს. ის ცოდნა, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში შევიძინე, კრიტიკულად მნიშვნელოვნია საჯარო სექტორში დასაქმებული პირისთვის.
საჯარო მოხელის ყოველდღიური საქმიანობა მრავალფეროვანი და დინამიკურია, რომელიც მუდმივ განვითარებასა და სიახლეებზე უნდა იყოს ორიენტირებული , რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვაში უნდა გამოიხატებოდეს".
ჟვანიას სკოლა, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს დარგობრივ (გრძელვადიან) სასწავლო პროგრამებს : საჯარო ორგანიზაციების მართვა, ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი, ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა და ასევე 17 მოკლევადიან სპეციალიზებულ კურსს.
2019 წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას მიენიჭა აკრედიტაცია პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ორ საბაზისო პროგრამაზე: „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება". სწორედ ამ პროგრამების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საჯარო მოხელეების გადამზადება და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.