სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბლიცინტერვიუ რუზანნა რასტაგიანთან - ჟვანიას სკოლის წარმატებულ ბენეფიციართან

ბლიცინტერვიუ რუზანნა რასტაგიანთან - ჟვანიას სკოლის წარმატებულ ბენეფიციართან

: 2020-07-29
: ჩვენი მსმენელები

ბლიცინტერვიუ რუზანნა რასტაგიანთან - ჟვანიას სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის „სახელმწიფო შესყიდვების" სატრენინგო კურსის ბენეფიციართან.

მოგესალმებით რუზანნა. თქვენ წარმატებით გაიარეთ ჟვანიას სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის „სახელმწიფო შესყიდვების" სატრენინგო კურსი, გახდით ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული მსმენელი. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება კურსთან დაკავშირებით.

რუზანნა რასტაგიანი: მოგესალმებით. აღნიშნული სატრენინგო კურსის გავლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ტრენინგი დატვირთული იყო ინფორმაციულად. მან გაამართლა ჩემი მოლოდინი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. სატრენინგო კურსი ისე იყო ორგანიზებული, რომ სრულად შევძელით როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ნაწილის გავლა.

თქვენი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლას, სადაც ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობთ. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მიღებული ცოდნის გამოყენება თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში?

რუზანნა რასტაგიანი: თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კურსის მსვლელობისას მიღებული ცოდნა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩემი სამომავლო საქმიანობის განხორციელებაში. ტრენინგებზე სწორედ ის საკითხები შევისწავლეთ, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამუშაო ადგილზე ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას.

გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება სასწავლო პროცესთან და, განსაკუთრებით კი, ჟვანიას სკოლის ტრენერთან მიმართებით. გთხოვთ, გამოყოთ ის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ამ პროცესში გამოვლინდა.

რუზანნა რასტაგიანი: სასწავლო პროცესი ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული იყო. ჟვანიას სკოლის ტრენერის, დავით სარალიძის მაღალკვალფიციურობამ და პროფესიონალიზმმა მეტად საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი. მან სრულად მოგვაწოდა საჭირო მასალა და გაგვაცნო სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით განვითარებული ყველა სიახლე. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისთვის.

რას ეტყოდით თქვენს კოლეგებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ურჩევდით თუ არა მათ „სახელმწიფო შესყიდვების" სატრენინგო კურსის გავლას ჟვანიას სკოლაში?

რუზანნა რასტაგიანი: დიახ, ვურჩევ ჩემს კოლეგებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, გაიარონ ეს კურსი და აიმაღლონ კვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, რადგან მათ ეს ძალიან დაეხმარებათ სამომავლო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში.

დიდი მადლობა, რომ აირჩიეთ ჟვანიას სკოლა!