: 2020-07-28 : სიახლეები |
ნანული მიხანაშვილი ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული ტრენერია. მისმა 50-წლიანმა პედაგოგიურმა საქმიანობამ და გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თაობების აღზრდაში.
მოგესალმებით ქალბატონო ნანული, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება ჟვანიას სკოლაში საქმიანობასთან დაკავშირებით.
ნანული მიხანაშვილი: მიხარია, რომ მონაწილე ვარ იმ დიდი საქვეყნო საქმისა, რომელსაც ჟვანიას სკოლა ახორციელებს. ტრენინგებზე მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობ და მსმენელებისგანაც ამას მოვითხოვ. სიტყვის მნიშვნელობასაც ქართულად ვუხსნი, თუ ეს შესაძლებელია. ვცდილობ, ენის შესწავლასთან ერთად, ბენეფიციარებს ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორიაც გავაცნო, გამოვუმუშავო ქართულ ენაზე ლაპარაკის უნარ-ჩვევები.
როგორ ფიქრობთ, რით არის გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა?
ნანული მიხანაშვილი: სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მსმენელის საბაზისო ცოდნასა და სწავლის უნარს, ასევე, სწავლებისას ყველა იმ აპრობირებული მეთოდისადა მიდგომის გამოყენებას, რომლებიც იძლევა ეფექტურ შედეგს ენობრივი კომპეტენციების ამაღლების თვალსაზრისით.
თქვენი აზრით, რამდენად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ენის ცოდნა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში?
ნანული მიხანაშვილი: სახელმწიფო ენის ცოდნა საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის მოვალეობაა და მის გარეშე შეუძლებელია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაცია, ქვეყნის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა, კარიერის მოწყობა და წარმატების მიღწევა. ამ მხრივ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჟვანიას სკოლა.
ბლიცინტერვიუს საშუალებით რას ეტყოდით სკოლის ბენეფიციარებს?