სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში

ჟვანიას სკოლაში "სახელმწიფო შესყიდვების" მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა

: 2020-07-22
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 18 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „სახელმწიფო შესყიდვები".ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 25 მსმენელმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან, რომელთაგან ნაწილი საჯარო სკოლების დირექტორები, ადგილობრივი რესურსცენტრებისა და საფინანსო სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.

სატრენინგო კურსს უძღვებოდა ჟვანიას სკოლის კვალიფიციური ტრენერი და სახელმწიფო შესყიდვების ექსპერტი დავით სარალიძე, რომელმაც დისტანციური სწავლების მეთოდით ტრენინგში ჩართულ მონაწილეებს გააცნო მნიშვნელოვანი სიახლეები და გაუზიარა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელებიც მათ საქმიანობას უფრო ეფექტურს და მოქალაქეთა მომსახურებაზე ორიენტირებულს გახდის.