სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში საბოლოო გამოცდები იწყება

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში საბოლოო გამოცდები იწყება

: 2020-07-21
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარებისთვის საბოლო გამოცდების ეტაპი იწყება.

22 ივლისიდან გამოცდები ჩაუტარდებათ ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რეგიონული სასწავლო ცენტრების 186 ბენეფიციარს. ისინი, წინასწარ დამტკიცებული განრიგით, გაივლიან ტესტირებასა და ონლაინ გასაუბრებას. საგამოცდო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაში მონაწილოებას მიიღებენ სკოლის თანამშრომლები და სპეციალურად შერჩეული გამომცდელები.

ჟვანიას სკოლამ დისტანციური სასწავლო პროცესების ეფექტურად მართვისა და განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. მათ შორისაა გამომცდელებთან დღეს ჩატარებული სამუშაო შეხვედრა ონლაინ საგამოცდო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარება.