ბათუმში სამთავრობო კომისიის ორდღიანი სხდომა იმართება
: 2020-07-18
: სიახლეები
ბათუმში სამთავრობო კომისიის ორდღიანი გაფართოებული გასვლითი სხდომა იმართება.
მასში მონაწილეობას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი იღებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამთავრობო კომისიის წევრებთან, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს.
ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" (PITA).