სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტურიზმის დარგობრივი მიმართულების კურსზე სასწავლო პროცესი დასრულდა

ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტურიზმის დარგობრივი მიმართულების კურსზე სასწავლო პროცესი დასრულდა

: 2020-07-16
: სიახლეები

ჟვანიას სკოლის ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში წარმატებით დასრულდა დისტანციური სწავლების პროცესი დარგობრივი მიმართულების კურსის - „ტურიზმი" -ფარგლებში.

პროგრამაში ჩართული იყო ეროვნული უმცირესობის 10 წარმომადგენელი სოფელ კარტიკამიდან. მათი უმრავლესობა აბიტურიენტია და სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს. თუმცა ჯერ წინ საპასუხისმგებლო დღე აქვთ. 24 ივლისს მათ საბოლოო გამოცდა ჩაუტარდებათ. ბენეფიციარები დარწმუნებული არიან, რომ მათი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატსაც აიღებენ.

აღნიშნული ტრენინგები ხორციელდება ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში.