სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვარციხის სამხედრო ბაზაზე წვევამდელები სახელმწიფო ენას შეისწავლიან

ვარციხის სამხედრო ბაზაზე წვევამდელები სახელმწიფო ენას შეისწავლიან

: 2020-07-14
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში ვარციხის სამხედრო ბაზაზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ წვევამდელებს სახელმწიფო ენას შეასწავლის.

სახელმწიფო ენას ეუფლება 32 წვევამდელი, ხოლო სასწავლო პროცესს ჟვანიას სკოლის გამოცდილი ტრენერები ლია ცერცვაძე და ნატო გულუა უძღვებიან.

ჯარისკაცები გამოირჩევიან სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართ დიდი მონდომებითა და ინტერესით. მათთვის ტრენინგებზე დასწრება სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნო პროცესიცაა - წვრთნისა და ვარჯიშის ფონზე ქართულის ინტერაქტიულ გაკვეთილებს ხალისი და მოტივაცია შეაქვს ჯარისკაცების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.zspa.ge/geo/page/223