: 2020-07-10 : ჩვენი მსმენელები |
ლანა სვანიძე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ჟვანიას სკოლის პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება’’ ბენეფიციარი .
მოგესალმებით ლანა, თქვენ ბრძანდებით პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების" მონაწილე და ერთ-ერთი წარმატებული მსმენელი, რომელმაც პროგრამა დაასრულეთ გამოცდისას მიღებული უმაღლესი შეფასებით. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.
ლანა სვანიძე: მოგესალმებით, ძალიან საინტერესო და შემეცნებითი პროგრამა გავიარეთ, სასწავლო პროცესი იყო ინტერაქციული, რაც მთავარია, პროფესიონალი ტრენერების გუნდში მოვხვდით, რაც ჩემთვის დამატებითი კომფორტი იყო. ჟვანიას სკოლის ტრენერების კვალიფიციურმა და პროფესიონალურმა მიდგომებმა მნიშვნელოვნად დატვირთა სატრენინგო მასალა და საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი.
ლანა, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელის პროფესიული განვითარება მისი მოვალეობების შესრულებისა და განხორციელების პროცესში?
ლანა სვანიძე: საჯარო მოხელის პროფესიული განვითარება აუცილებელია, რათა სამუშაო პროცესი იყოს ნაყოფიერი და შედეგის მომტანი. სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობა საჯარო მოხელის საქმიანობას გაცილებით ეფექტურსა და მოქალაქეზე ორიენტირებულს ხდის.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიღებული გამოცდილება, რომელიც ჟვანიას სკოლის მიერ ორგანიზებული ტრენინგის პროცესში მიიღეთ?
ლანა სვანიძე: დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია ადამიანისთვის, აუცილებელია დროის სწორად გამოყენება ვისწავლოთ, ასევე, გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რათა გაიზარდოს მომხმარებლის კმაყოფილების დონე.
ლანა, თქვენ მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად, მიიღებს თუ არა ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე უკეთეს მუნიციპალურ სერვისს?
ლანა სვანიძე: ის თეორიული ცოდნა, რომელიც ამ პროგრამის გავლის შედეგად მივიღეთ, შევეცდები პრაქტიკაში გამოვიყენო და თითოეულ მოქალაქეს შევთავაზო მისთვის მისაღები და აუცილებელი სერვისი, ორმხრივი კომუნიკაცია აუცილებლად იქნება შედეგის მომტანი.
დიდი მადლობა, რომ აირჩიეთ ჟვანიას სკოლა, გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!
ლანა სვანიძე: მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის, რათა მეტად გამეღრმავებინა ცოდნა და გავმხდარიყავი უკეთესი საჯარო მოხელე.