სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერი მაკა ფეიქრიშვილი

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერი მაკა ფეიქრიშვილი

: 2020-07-09
: სიახლეები

მაკა ფეიქრიშვილი - ჟვანიას სკოლის ტრენერი, სახელმწიფო ენის სწავლების 11-წლიანი გამოცდილებით, ფილოლოგი - სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის შესახებ:

„ 2015 წლიდან ვმუშაობ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, სახელმწიფო ენის ტრენერად. საქმე, რომელსაც ვემსახურები, ჩემი განუყოფელი ნაწილია. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, აშენო ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი სახელმწიფო ინტეგრაციის პრინციპითა და ტოლერანტული დამოკიდებულებებით. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კი ყველა აუცილებელ პირობას ქმნის როგორც ტრენერისთვის, ასევე მსმენელებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშესაწყობად.
პედაგოგიური პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, სახელმწიფო ენისადმი ღრმა პატივისცემა და სიყვარული, ტოლერანტობა და კომუნიკაბელურობა, ასევე სწავლების თანამედროვე მეთოდების ფლობა - ეს ის თვისებებია, რომლებიც მიმზიდველს ხდის სასწავლო პროცესს როგორც ტრენერისთვის, ასევე მსმენელებისთვის".
სწორედ მაკა ფეიქრიშვილს მიუძღვის დიდი წვლილი საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული არაერთი კურსდამთავრებულის წარმატებულ საქმიანობაში. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს სახელმწიფო ენაზე თავისუფლად მეტყველებენ და საქმიანობენ ფარმაციის, სამოქალაქო განათლების, პედაგოგიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის სფეროებში, არიან მაკას მსმენელებისა და კურსდამთავრებულების დიდი ჯგუფის ნაწილი.