: 2020-07-08 : ჩვენი მსმენელები |
ზაურ კარამოვი - მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომელი. ჟვანიას სკოლისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ერთობლივი პროექტის „ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარების გზით ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის სახელმწიფო სტანდარტების აღსრულების მხარდასაჭერად" მონაწილესთან ინტერვიუ:
მოგესალმებით ბატონო ზაურ, თქვენ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ბრძანდებით, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით:
ზაურ კარამოვი: მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო დისტანციური სწავლების ჩემი პირველი გამოცდილება და აქ აღმოვაჩინე რამდენიმე წარმატებული მომენტი. უპირველესად, ეს არის შესაძლებლობა, რომ ისწავლო, მიიღო ცოდნა სამსახურისგან მოუწყვეტლად. მცირე დროში, სხვა მონაწილეებთან ერთად, ჩვენ მივიღეთ უამრავი საჭირო ინფორმაცია და შევძელით, განგვეხილა ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი. ამ ყველაფერში ჩვენს ტრენერებს დიდი როლი მიუძღვით და განსაკუთრებული მადლობა მათ ამისათვის. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტრენინგები გაგრძელდება უახლოეს მომავალშიც.
ბატონო ზაურ, შეუწყობს თუ არა ხელს პროექტის ფარგლებში სატრენინგო კურსის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა თქვენი პრაქტიკულ საქმიანობის უკეთ განხორციელებას?
ზაურ კარამოვი: დიახ, ასეთი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობენ სკოლამდელი განათლების სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ახლა, როდესაც სკოლამდელი განათლება პრიორიტეტული გახდა საზოგადოებისათვის.ასეთი ტრენინგები გვეხმარება და მომავალშიც დაგვეხმარება ავირჩიოთ სწორი გზა და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისათვის მუნიციპალური საბავშვო ბაღების ქსელის განსავითარებლად..
ბატონ ზაურ, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების რეფორმა მუნიციპალური სერვისების სრულყოფილად განსახორციელებლად?
ზაურ კარამოვი: სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებისათვის. ამიტომ ერთობლივად უნდა შეიქმნას საჭირო პირობები როგორც მშობლების, ასევე სასწავლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და მთელი საზოგადოების მხრიდან. ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა ბოლო პერიოდის პრიორიტეტულ მიმართულებაა, რასაც სრულიად ვეთანხმები. ნაბიჯებს, რომლებსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით დგამს, შეიძლება ვუწოდოთ გიგანტური. მე დარწმუნებული ვარ, რომ დასრულების შემდგომ სკოლამდელი განათლების რეფორმები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სფეროს განვითარებაზე.
ბატონო ზაურ, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ჟვანიას სკოლის სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით. როგორ მოგეწონათ სატრენინგო მოდული? სასწავლო პროცესში ჩართული ტერენერები? სასწავლო გარემო?
ზაურ კარამოვი: მსგავსი ტრენინგები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ეს ტრენინგები დატვირთული იყო ინფორმაციულად, ხოლო ტრენერები დაგვეხმარნენ, გავრკვეულიყავით უამრავ ნიუანსში, ასევე, ძალიან პოზიტიურ ფაქტად შეიძლება განვიხილოთ მერიის ჩართულობა. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ტრენინგში მონაწილეობა მიეღოთ რესურსცენტრებს, რომლებიც ასევე კურირებენ სკოლამდელ განათლებას. ეს გააუმჯობესებს კოორდინაციასა და აამაღლებს ეფექტურობის ხარისხს.
ჟვანიას სკოლის მიერ შემოთავაზებულმა ტრენინგმა სრულად გაამართლა ჩვენი მოლოდინები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს ინფორმირებულობასა და განვითარებაში.