სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ახორციელებს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ახორციელებს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად

: 2020-07-06
: სიახლეები

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 30 ივნისს მიიღო დადგენილება ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ, რომელშიც განისაზღვრა ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა.

დადგენილების თანახმად, ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა მოიცავს იმ კრიტერიუმთა ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება ქართული ენის ფლობა მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის შესაბამისი დონის მიხედვით. დოკუმენტი შესრულებულია ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების რეკომენდაციათა საერთო ევროპული ჩარჩოს ექვსდონიანი სისტემის − A1, A2, B1, B2, C1, C 2 − საფუძველზე. დოკუმენტის მიზანია, ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი, უნიფიცირებული სისტემის დანერგვა. ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა სავალდებულოა ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა შემთხვევაში.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო ენის სწავლების ყველა პროგრამა სრულად შეესაბამება მთავრობის №394 დადგენილებით განსაზღვრულ ქართული ენის ფლობის დონეების ზოგად აღწერილობას.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://matsne.gov.ge/ka/document/view/4908418?publication=0&scroll=545&fbclid=IwAR3Btpdc3-r9NhJAu-NKaSMV80njuostO5aeV-cEJN2ec77Zq1sMNkBVQv4