გლობალური
პანდემიის COVID
19 -ით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ჟვანიას სკოლა
ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს სკოლის, როგორც ინსტიტუციურ, ასევე, პროგრამულ
განვითარებას და თავის ბენეფიციარებს, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახალ
შესაძლებლობებს სთავაზობს
ჟვანიას სკოლამ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან
დაკავშირებით შემდეგი აქტივობები განახორციელა:
- შეირჩა ელექტრონული
პლატფორმები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ონლაინ გაკვეთილების
ჩატარება;
- მომზადდა
ელექტრონული სწავლების განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაცია;
- სკოლის ადმინისტრაციასა და პროგრამების ტრენერებს ჩაუტარდათ TOT ელექტრონული სწავლების ეფექტურად განხორციელების მიზნით;
- მომზადდა პლატფორმა
ელექტრონული რეგისტრაციისთვის, შეირჩნენ პასუხისმგებელი პირები, რომელთა დახმარებითაცბენეფიციარებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად
დარეგისტრირდნენ და ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში;
- მიმდინარეობს გამოცდების ელექტრონულ რეჟიმში გადაყვანის სისტემატიზება დატესტების გაციფრულების პროცესი.
სახელმწიფო
ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში:
- მომზადდა/მიმდინარეობს
მუშაობა ელექტრონული სწავლების განხორციელებისთვის
საჭირო რესურსების შექმნაზე, ასევე, გამოცდების ელექტრონულ რეჟიმში გადაყვანასა და
ტესტების მომზადებაზე;
- ელექტრონულ
სწავლებაში ჩაერთო 9 რეგიონული სასწავლო ცენტრის 78
ჯგუფის 879 ბენეფიციარი. მათგან სწავლა დაასრულა 21-მა ჯგუფმა, დაგეგმილია
საბოლოო გამოცდების ჩატარება;
- გარდა სტანდარტული
პროგრამებისა, როგორებიცაა A1, A2 და B1დონეები, ხორციელდება 14 სხვადასხვა დარგობრივი
მიმართულების პროგრამა. დღეისათვის სწავლების პროცესში ჩართულია სასწავლო ჯგუფები
ტურიზმის, საექთნო საქმის, სამოქალაქო განათლებისა და მენეჯმენტის მიმართულებით;
- ორხევის სამხედრო
ბაზაზე მიმდინარეობს სწავლება ეროვნული
უმცირესობის წარმომადგენელ 31 წვევამდელთან;
უახლოეს მომავალში დაგეგმილია:
- ახალი სასწავლო
პროგრამების - საანბანო კურსი (A0); საკომუნიკაციო ქართული - დამტკიცება და სწავლების განხორციელება;
- მარტყოფის ლტოლვილთა თავშესაფარში სწავლების განხორციელება;
- პროგრამის
ტრენერებისთვის ონლაინ სამუშაო შეხვედრის ორგანიზება ელექტრონული სწავლების ფორმაზე გადასვლასთან
დაკავშირებული პრობლემების, შედეგების შეჯამებისა და რეკომენდაციების მიცემის
მიზნით.
2020 წლის ბოლომდე სახელმწიფო
ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა 1300 ბენეფიციარს ექნება.
საჯარო მმართველობისა
და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში:
- განხორციელდა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების „პიროვნული პროფესიული უნარების განვითარება" და„მენეჯერული უნარების განვითარება" დისტანციური სწავლებისათვის ადაპტირება და მორგება;
- 29 ივნისიდან მიმდინარეობს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 20 თანამშრომლისთვისსატრენინგო კურსი „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება";
- დისტანციურ სწავლებაზე გადაეწყო და სასწავლო პროცესი განახლდა გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მიერ დაფინანსებულიპროექტის „ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარების გზით ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონისა და სახელმწიფო სტანდარტების აღსრულების მხარდასაჭერად" მეორე ეტაპი; პროექტის ფარგლებში გადამზადდა და ელექტრონულად გაიარა ქოუჩინგი 7 მუნიციპალიტეტის ( ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა, საჩხერე, ქუთაისი, ლაგოდეხი და ყვარელი ) 28 წარმომადგენელმა;
- შემუშავდა ახალი, სრულად დისტანციური, 36 საათიანი სატრენინგო კურსი - „პოლიტიკური პიარი". კურსი მოიცავს
ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პოლიტიკური
PR-კომუნიკაციები, იმიჯის შექმნის ტექნოლოგიები, პოლიტიკური ბრენდინგი. კურსი განკუთვნილია მუნიციპალიტეტების მერიის, საკრებულოსა და რეგიონული გუბერნიების
პიარ-მენეჯერებისთვის;
- გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარების გზით ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონისა და სახელმწიფო სტანდარტების აღსრულების მხარდასაჭერად" ფარგლებში ადგილობრივ დონეზე გადაწყეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ პირებსმიეცემათ შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ საჭირო ინფორმაცია აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის;
- ამავე პროექტის ფარგლებში დაიწყო მეორე ეტაპი-5 მუნიციპალიტეტის (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ამბროლაური და თელავი)25 წარმომადგენელი ესწრება დისტანციურ ტრენინგსა და ქოუჩინგის პროცესს;
უახლოეს მომავალში დაგეგმილია:
- „პოლიტიკური პიარის" პირველი სატრენინგო კურსის დაკომპლექტება. აღნიშნულ კურსში ჩართული იქნება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 30 თანამშრომელი;
2020წლისბოლომდე,საჯარომმართველობისადაადმინისტრირებისპროგრამითსარგებლობისშესაძლებლობა150 საჯარო მოხელეს ექნება.
ჟვანიას სკოლის სახელწმიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის და საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამებში ჩართვისთვის საჭიროა, ყველა დაინტერესებულმა პირმაგაიაროსონლაინრეგისტრაცია.