: 2020-06-22 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში პოლიტიკური პიარის სატრენინგო კურსი შექმნა.
პოლიტიკური პიარის სატრენინგო კურსი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო თუ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ხელმძღვანელობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას და არიან უშუალოდ პოლიტიკის შემქმნელნი და განმახორციელებელნი. სკოლა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, ისარგებლოს აღნიშნული სატრენინგო კურსით.
სასწავლო პროგრამის მიზანია, მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია პოლიტიკური კომუნიკაციის ახალ მეთოდებზე, გააცნოს მას პოლიტიკური ბრენდინგის ჩამოყალიბების მეთოდოლოგიები, რათა მათ უკეთ შეძლონ სასურველი პოლიტიკური იმიჯის შექმნა. პროგრამა უზრუნველყოფს მსმენელების მომზადებას აუცილებელი საბაზისო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ - ჩვევებით, რითაც ხელს შეუწყობს საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი კომპეტენციების განვითარებას.
სასწავლო პროგრამა ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური პიარის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას, ასევე ხელს უწყობს იმიჯმეიკინგის და ბრენდინგის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
სასწავლო კურს გაუძღვება პროგრამის ხელმძღვანელი და პრაქტიკოსი ტრენერი Tamari Chiburdanidze.
პროგრამა განხორციელდება დისტანციური სწავლების ფორმატით და მისი ხანგძლივობაა 36 საათი.
გაიგე მეტი აქ : http://www.zspa.ge/geo/page/231