: 2020-06-20 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სახელმწიფო ენის სწავლებას.
ომარ ბინ ღანემი თავშესაფრის სტატუსის მქონე პირია, ის ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A1 დონის სასწავლო კურსს დისტანციური სწავლების რეჟიმში ეუფლება.
„- მე ვარ ომარ ბინ ღამენი იემენიდან. 2020 წლის 18 თებერვლიდან ვსწავლობ ჟვანიას სკოლაში ქართულ ენას. სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანია, გარემო - თბილი და მეგობრული. მყავს საუკეთესო ტრენერი. ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს A1 დონის პროგრამას წარმატებით დავასრულებ და სწავლას გავაგრძელებ შემდეგ დონეებზე. ამჟამად ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე და ვფიქრობ, ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა დამეხმარება პროფესიის უკეთ დაუფლებასა და თვითდამკვიდრებაში.”
ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან დღემდე გადამზადდა 220 ლტოლვილის სტატუსის მქონე და 122 თავშესაფრის მაძიებელი პირი.