: 2020-06-18 : სიახლეები |
28 წლის ანი გევორკიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვიდან ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი გახდება.
ანი პროფესიით სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგია და ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. დაშბაშის საჯარო სკოლაში მაძიებელი მასწავლებლის სტატუსით მუშაობს. მას სურს სრულყოფილად შეისწავლოს სახელმწიფო ენა, რისთვისაც პრეტესტის საშუალებით განისაზღვრება მისი ენობრივი კომპეტენცია და იგი შეძლებს სახელმწიფო ენის დაუფლებას შესაბამისი დონის ჯგუფში.
ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე http://www.zspa.ge/geo/registration
აღნიშნული სიახლე განხორციელდა ჟვანიას სკოლის "სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის" ფარგლებში.