: 2020-06-17 : სიახლეები |
ჟვანიას სკოლა პროექტის - „ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარების გზით ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონისა და სახელმწიფო სტანდარტების აღსრულების მხარდასაჭერად" მეორე ეტაპს დისტანციური სწავლების ფორმატში იწყებს.
ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებენ მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ამბროლაურისა და თელავის მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, პირები, რომლებიც მუშაობენ სკოლამდელი განათლების რეფორმაზე.
ტრენინგის მიზანია გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა თავიანთი მუნიციპალიტეტებისთვის შეიმუშაონ სკოლამდელი განათლების რეფორმის განხორციელების გეგმა, გაეცნონ ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის დეტალებს, საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობებს, სახელმწიფო სტანდარტების შინაარსს.
ტრენინგების პირველ ეტაპზე უკვე გადამზადდა 7 მუნიციპალიტეტის: ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, საჩხერის, ქუთაისის, ლაგოდეხისა და ყვარლის წარმომადგენლები.