ამ დროისთვის სახელმწიფო ენას დისტანციურ რეჟიმში 776 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი სწავლობს ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ახალციხიდან, დმანისიდან, მარნეულიდან, გარდაბნიდან, ბოლნისიდან, წალკადან, ლაგოდეხიდან და თბილისის მობილური ჯგუფებიდან.
ჟვანიას სკოლა აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მსმენელთა გადანაწილება რეგიონების, ჯგუფებისა და რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირია:
ახალქალაქი - 21 ჯგუფი, 207 მსმენელი;
ნინოწმინდა - 15 ჯგუფი, 157 მსმენელი;
ახალციხე - 11 ჯგუფი, 111 მსმენელი;
გარდაბანი - 2 ჯგუფი, 19 მსმენელი;
ბოლნისი - 3 ჯგუფი, 30 მსმენელი;
დმანისი - 3 ჯგუფი, 30 მსმენელი;
მარნეული - 13 ჯგუფი, 135 მსმენელი;
წალკა - 3 ჯგუფი, 30 მსმენელი;
ლაგოდეხი - 1 ჯგუფი, 8 მსმენელი;
თბილისი - 6 მობილური ჯგუფი, 49 მსმენელი.