სასწავლო კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ისეთ უნარებს-ჩვევებს, როგორებიცაა ვებინარის ორგანიზება, მისი მართვა, ასევე სხვადასხვა ტიპის შეხვედრის გამართვა. აღნიშნული გააუმჯობესებს ჟვანიას სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესებს, ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას და შესაძლებლობას მისცემს სკოლის მონიტორინგის ჯგუფს უზრუნველყოს ელექტრონული სწავლებისას გამოყენებული რესურსების, სასწავლო პროცესების ხარისხისა და ეფექტიანობის შემოწმება.
სასწავლო ტრენინგს უძღვება ციფრული ტექნოლოგიების პროფილის ტრენერი ქ-ნ ხათუნა ციხელაშვილი.
ჟვანიას სკოლა სასწავლო პროცესების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით მუდმივად აუმჯობესებს სერვისების ხარისხს და უზრუნველყოფს მათ მიწოდებას თავისი ბენეფიციარებისთვის.