„მე ვარ ელშან დუნიაევი 20 წლის. დავიბადე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. დავამთავრე ამავე სოფლის საჯარო სკოლა. მსურდა სრულყოფილად შემესწავლა სახელმწიფო ენა. ჩვენს სოფელში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირები სკოლა ახორციელებს სახელმწიფო ენის კურსებს, ჩავერთე ენის სწავლების პროგრამაში და წარმატებით დავძლიე A2 და B1 დონეები.
მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დამეხმარა ჩამებარებინა თელავის პროფესიულ კოლეჯში. გავხდი კომპიუტერული ქსელებისა და პროგრამების ტეკნიკოსი.
სწავლის დასრულების შემდეგ ჩემს სოფელში დავიწყე მუშაობა ჩემივე პროფესიით, ქართული ენის ცოდნა კი ძალიან მეხმარება და წარმატებით ვართმევ თავს სამსახურს."