ამ დროისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში ჩართულია 582 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ახალციხიდან, დმანისიდან, მარნეულიდან, წალკადან და თბილისის მობილური ჯგუფებიდან. სულ დაკომპლექტებულია 53 ჯგუფი, მათთან დისტანციურ რეჟიმში სწავლებას ჟვანიას სკოლის 29 ტრენერი ახორციელებს.
მსმენელთა გადანაწილება რეგიონების, ჯგუფებისა და რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირია:
ახალქალაქი - 20 ჯგუფი, 213 მსმენელი;
ნინოწმინდა - 8 ჯგუფი, 89 მსმენელი;
ახალციხე - 9 ჯგუფი, 93 მსმენელი;
დმანისი - 2 ჯგუფი, 20 მსმენელი;
მარნეული 7 ჯგუფი, 90 მსმენელი;
წალკა - 2 ჯგუფი, 18 მსმენელი;
თბილისი -5 მობილური ჯგუფი, 59 მსმენელი.