„მე ვარ მარგარიტა მისკარიანი, ეროვნებით სომეხი. ვცხოვრობ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში. 2019 წელს დავამთავრე დამიის საჯარო სკოლა. 2018 წლიდან ვარ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელი. წარმატებით გავიარე A1 და A2 დონეები, ახლა ვამთავრებ B1 დონეს.
2019 წლის მარტიდან მუშაობა დავიწყე „რადიო მარნეულში’’ სომხურენოვანი ახალი ამბების თარჯიმან-წამყვანად.
მიყვარს ქართული ენა და ჩემი კარიერა ქართულის ენის ცოდნასთან არის დაკავშირებული. უკვე იმ დონეზე ვფლობ ენას, რომ სამსხურებრივი საქმიანობის ფარგლებში შემიძლია ქართულ-სომხურენოვანი ტექსტების თარგმნა."