სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ქამრან მამედოვი, მარნეულიდან

ქამრან მამედოვი, მარნეულიდან

: 2020-03-25
: ჩვენი მსმენელები
"მე ვარ ქამრან მამედოვი, მარნეულიდან. ვცხოვრობ სოფელ იმირში. დავამთავრე სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლა. 2009-2013 წლებში სწავლა განვაგრძე ირანში, ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტში ისლამური თეოლოგიის ბაკალავრიატზე. ამის შემდეგ გავხდი ისლამური ფილოსოფიის მაგისტრი. პარალელურად ვსწავლობდი თეირანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. დავამთავრე საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურა. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს მუსლიმთა საქმეთა სამმართველოსა და ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის მარნეულის სკოლა-ფილიალში ფილოსოფიის მასწავლებლად.
წლიდან დღემდე ვსწავლობ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. გავიარე სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის A2 და B1 დონის კურსები. ასევე, ჟვანიას სკოლაში ვაპირებ, რომ გავიარო პროფესიული ქართულის დარგობრივი კურსი - სამოქალაქო განათლება. სახელმწიფო ენის შესწავლა დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ვიყო სრულფასოვანი მოქალაქე და განვაგრძო კარიერული წინსვლა საქართველოში."