სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მსმენელთა საყურადღებოდ!

მსმენელთა საყურადღებოდ!

: 2020-03-23
: სიახლეები

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა შესაბამისი დადგენილება. მთავრობის დადგენილების მიხედვით ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმართულებით დაწესდა შემდეგი შეზღუდვები:
2020 წლის 21 აპრილამდე შეწყვეტილია საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი. ზოგადად საგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლება განხორციელდება ელექტრონული სწავლების მეთოდების ინტეგრირებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).
ჩერდება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.

 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონებად გამოცხადებიდან გამომდინარე, წყვეტს ელექტრონული სწავლების პროცესს, მანამ სანამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არ მოიხსნება ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო რეჟიმი.
ჟვანიას სკოლა მარნეულისა და ბოლნისის რეგიონული ცენტრების ბენეფიციარებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას.

 

აქვე გაცნობებთ, რომ 23 მარტიდან ჟვანიას სკოლა ელექტრონული სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარები პროგრამის A1, A2, B1 და B1+ დონეებს ელექტრონული სწავლების მეთოდების ინტეგრირებით გაივლიან.
ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში ჩართულია ეროვნული უმცირესობის 454 წარმომადგენელი ახალქალაქიდან, ახალციხიდან, გარდაბნიდან, დმანისიდან, ნინოწმინდიდან, წალკიდან და თბილისის მობილური ჯგუფებიდან. სულ დაკომპლექტდა 41 სასწავლო ჯგუფი, მათ ტრენინგებს ელექტრონულად ჟვანიას სკოლის ტრენერები ჩაუტარებენ.

 

ჟვანიას სკოლა ელექტრონული სწავლების მეთოდისთვის იყენებს Microsoft-ის ონლაინ პლათფორმას Teams-ს: https://teams.microsoft.com, რომლის მეშვეობითაც გეგმავს სასწავლო მასშტაბის გაზრდას და ყველა დაინტერესებული პირისთვის სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!