„მე ვარ თამილა ყურბანოვა, 20 წლის. დავიბადე სოფელ ყარაჯალაში, დავამთავრე ამავე სოფლის საჯარო სკოლა. ამჟამად ვსწავლობ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.
ჩვენს სოფელში ერთ-ერთი პრობლემა ადრეული ქორწინებაა. მე ბავშობიდანვე არ მომწონდა ეს ტრადიცია და მიზნად დავისახე უმაღლესი განათლების მიღება,რაშიც ოჯახიც და სკოლაც გვერდით დამიდგა. როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს მქონდა სურვილი სრულყოფილად შემესწავლა სახელმწიფო ენა. გავიარე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის კურსები, რაც მნიშვნელოვნად დამეხმარა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.
ყველა ჩემს თანასოფლელს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს ვურჩევ შეისწავლონ ქართულ ენა, რათა უკეთესად შეძლონ ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში."