15 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ,,საანბანო კურსის“ უკრაინელ ბენეფიციარებს საბოლოო გამოცდა ჩაუტარდათ. წარმატებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ,,თბილისის მეგობრობის სახლში’’ სერტიფიკატები გადაეცათ.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A1 დონის კურსი ახალქალაქისა და ალგეთის სამხედრო ბაზებზე 40-მა რეკრუტმა გაიარა.
საჯარო მოხელეები კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან (ახმეტა, თელავი, გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, დედოფლისწყარო) ეტაპობრივად გადამზადდებიან. აღნიშნულ პროგრამებს წლის ბოლომდე 69 მსმენელი გაივლის.
ჟვანიას სკოლაში დაიწყო პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ .
ჟვანიას სკოლამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში სასწავლო პროცესი დაიწყო.
აღნიშნულ პროექტს ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით ახორციელებს.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ტრენერები სწავლებას ეროვნული უმცირსობებით დასახლებულ რეგიონებში ჟვანიას სკოლის სასწავლო ცენტრებში განახორციელებენ.