ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) წლიური გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და სკოლის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრის თემაა „ევროპული ტექნიკური თანამშრომლობა, როგორც ინოვაციური საჯარო პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა“. განხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა „სწავლის გამოცდილება კომპეტენციების მიხედვით", „როგორ ვისწავლოთ ინოვაციური საჯარო პოლიტიკის შემუშავება“. ასევე, ევროპელი კოლეგების მიერ ჩატარდა პრეზენტაციები თემაზე: „საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის სტრატეგიების მოდელები საჯარო მმართველობის ევროპულ ინსტიტუტებში.“ ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ღონისძიების მასპინძელთან - ესპანეთის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის (INAP) დირექტორთან კონსუელო სანჩეს ნარანჯოსთან, საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) გენერალურ დირექტორთან მარკო ონგაროსთან, პრაღის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის დირექტორთან ანნა დალოჟალოვასა და პოლონელ კოლეგასთან, ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორთან ვოიჩეხ ფედერჩუკთან. შეხვედრებისას განხილული იქნა სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები. ვიზიტის შედეგად, ინოვაციური საჯარო პოლიტიკის შემუშავების სწავლების ევროპული გამოცდილების გაზიარებით, შესაძლებელი იქნება სკოლის მიერ ამ მხრივ ახლებური სისტემის შექმნა.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკლვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში ,,ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე“ კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
ვანიას სკოლაში პროგრამის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა საჯარო მოსამსახურეებმა დეზინფორმაციის სასწავლო კურსი გაიარეს.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და ააიპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვიზიტის მიზანი იყო საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამების განხორციელების პოლონური გამოცდილების გაზიარება და სასწავლო და ადმინისტრაციული რესურსების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობების შემდგომი შესწავლა.
ჟვანიას სკოლის საბაზისო პროგრამაში ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩაერთნენ
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ენის 15 ტრენერი გადამზადდება.